კომაროვის სკოლის მოსწავლეების წარმატება ბალტიისპირეთის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე

ინფორმატიკის ბალტიისპირეთის 30-ე საერთაშორისო ოლიმპიადაში (BOI 2024), რომელიც ლიეტუვის ქალაქ ვილნიუსში 3-7 მაისს მიმდინარეობდა, საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა და 4 მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების ოთხივე წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა.

ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებდა შემდეგი ოთხი მოსწავლე:

ირაკლი სულამანიძე, ნინო ჩხაიძე (მოიპოვეს ვერცხლის მედლები), საბა ფერაძე და დავით ძაძამია (მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები).

ნაკრების ლიდერები იყვნენ დავით მემანიშვილი და ლუკა მელაძე.

ბალტიისპირეთის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის სკოლები მონაწილეობენ.

წელს ოლიმპიადაში 12 ქვეყნის 76 მოსწავლე მონაწილეობდა.

შედეგების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://rb.gy/ro0yj0

კომაროვის სკოლა ულოცავს ამ წარმატებას მოსწავლეებს, პედაგოგებს, წრის ხელმძღვანელებს, მშობლებს,ასევე მადლობას უხდის პროექტში მონაწილეობის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს. თითოეულ მათგანს სამომავლოდაც არაერთ წარმატებას უსურვებს!


ზემოთ